საუდის არაბეთში, ერ-რიადში უკრაინისა და ამერიკის დელეგაციების მოლაპარაკებები დაიწყო. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინსიტრი რუსტემ უმეროვი Х-ზე წერს.
„ერ-რიადში ამერიკის გუნდთან შეხვედრა დავიწყეთ. ჩვენ ვასრულებთ უკრაინის პრეზიდენტის ამოცანას - მოვაახლოვოთ სამართლიანი მშვიდობა და გავაძლიეროთ უსაფრთხოება. დღის წესრიგში შედის წინადადებები ენერგეტიკისა და სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის შესახებ. დღეს ჩვენ ვიმუშავებთ უამრავ რთულ ტექნიკურ საკითხზე. ჩვენს დელეგაციაში შედიან ენერგეტიკის ექსპერტები და სამხედრო წარმომადგენლები საზღვაო და საჰაერო კომპონენტებიდან“, - წერს უმეროვი.
მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შეხვედრამ უნდა "განსაზღვროს წინადადებების პარამეტრები ცეცხლის შეწყვეტის სხვადასხვა რეჟიმის შესახებ, რომლებიც დღეს მაგიდაზეა".
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა, საუდის არაბეთში უკრაინასა და აშშ-ს შორის მოსალოდნელი მოლაპარაკებების წინ, კიდევ ერთხელ თქვა, რომ მას სჯერა რუსეთის ლიდერის მშვიდობისმოყვარეობისა და ვერ ხედავს რუსულ საფრთხეს დანარჩენი ევროპისთვის.