აშშ კვლავ იმედოვნებს, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა რამდენიმე კვირაში იქნება მიღწეული, მიუხედავად იმისა, რომ კრემლი ამას არ ჩქარობს. ამის შესახებ Bloomberg იუწყება.
გამოცემის წყაროების თქმით, თეთრი სახლი მიზნად ისახავს მიაღწიოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას 20 აპრილამდე, რომელიც ამ წლის აღდგომას ემთხვევა, მაგრამ აღიარებს, რომ განრიგი შეიძლება დაირღვეს იყოს ორი მხარის პოზიციებს შორის ფართო განსხვავებების გათვალისწინებით.
ტრამპმა გაპრეზიდენტებამდე პირობა დადო, სამწლიანი ომის სწრაფად მოგვარევაზე, მაგრამ პროგრესი შეზღუდულია.
უახლოეს დღეებში ამერიკელი ოფიციალური პირები ცალ-ცალკე შეხვდებიან რუს და უკრაინელ ოფიციალურ პირებს საუდის არაბეთში.
გამოცემას, იმის დასტურად, რომ პუტინი შეთანხმების მიღწევას არ ჩქარობს, მოჰყავს ორივე ქვეყნის მიერ დრონებით განხორციელებული იერიშები ერთმანეთის პოზიციებზე, რაც არ წყდება, და ასევე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ რუსეთის მხრიდან მომლაპარაკებლად ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის, „ფეესბეს“ წარმომადგენელი სერგეი ბესედაა. მოლაპარაკებებში რუსეთის მიერ წამოყენებულ მოთხოვნებს კი „ბლუმბერგი“ „მაქსიმალისტურს“ უწოდებს.
ტრამპს ურნალისტებმა პარასკევს კითხვა დაუსვეს, შეტევების შეზღუდვაზე შეთანხმების მიუხედავად, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შესახებ, რაზეც აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: ”მიმაჩნია, რომ ჩვენ მალე გვექნება ცეცხლის სრული შეწყვეტა.”