სამხრეთ კორეამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ტყის მასიური ხანძრებმა ქვეყნის სამხრეთ რეგიონები მოიცვა. სტიქიას სულ მცირე ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, ასობით მცხოვრები კი იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა. იუწყება Bloomberg
ხანძრის გავრეცლება სანჩხონის სამხრეთ ოლქში და ქვეყნის სამხრეთის სულ მცირე სამ რეგიონში 21 მარტს დაიწყო. სანჩხონში, ხანძრის შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუოა, ექვსი კი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლებამ ხანძრის ჩასაქრობად ასობით მაშველი და ათობით სპეცტექნიკია გაგზავნა.
ხანძარმა უკვე გაანადგურა დაახლოებით 847 ჰექტარი ტყე, სანჩხონიდან კი დაახლოებით 260 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.
ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქ ულსანისა და მეზობელი კიონსანსანის პროვინციის კიდევ 620 მცხოვრები იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლები ახალი ხანძრის გამო, რომელიც შაბათს, 22 მარტს დაიწყო.
მასიური ხანძრების გამო, სამხრეთ კორეის მთავრობამ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა სამხრეთ რეგიონებში რესურსების სწრაფად მობილიზების მიზნით და სანჩხონი განსაკუთრებით მძიმედ დაზიანებულ ზონად გამოაცხადა.