რომის პაპი ფრანცისკე თანდათან გამოჯანმრთელდა პნევმონიით ხანგრძლივი ავადმყოფობისგან. მაგრამ ახლა მას მოუწევს "ხელახლა ისწავლოს ლაპარაკი". ამის შესახებ წერს Reuters კარდინალ ვიქტორ მანუელ ფერნანდესის განცხადებაზე დაყრდნობით.
ვატიკანის მთავარმა კარდინალმა უარყო ჭორები იმის შესახებ, რომ პონტიფიკოსს ჯანმრთელობის მიზეზების გამო პენსიაზე წასვლა მოუწევს.
პირიქით, ფრანცისკე უბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას, მაგრამ პნევმონიის მკურნალობის დროს ჟანგბადის თერაპიის ხანგრძლივმა გამოყენებამ თავისი შედეგი მოიტანა.
"პაპი თავს ძალიან კარგად გრძნობს, მაგრამ ძლიერი ჟანგბადი აშრობს ყველაფერს. მან კვლავ უნდა ისწავლოს ლაპარაკი, მაგრამ მისი საერთო ფიზიკური მდგომარეობა იგივეა, რაც ადრე", - თქვა ფერნანდესმა.
88 წლის პონტიფიკოსის ჯანმრთელობის შესახებ უახლეს ინფორმაციაში, ვატიკანმა განაცხადა, რომ პაპის მდგომარეობა სტაბილურია „სუნთქვისა და მობილურობის უმნიშვნელო გაუმჯობესებით“. ის ორშაბათიდან არ იყენებდა ხელოვნური სუნთქვის აპარატს, მაგრამ უმეტეს დროს იღებდა ჟანგბადს ცხვირის ქვეშ არსებული პატარა მილით.
თუმცა, ჯერ არ ყოფილა ოფიციალური განცხადება იმის შესახებ, თუ როდის გაწერენ პაპ ფრანცისკეს საბოლოოდ საავადმყოფოდან, სადაც ის თებერვლის შუა რიცხვებიდან იმყოფება.
კარდინალი ფერნანდესი ამ ეტაპზე ვერ ამბობს, რომპაპს საავდმყოფოდან აღდგომამდე გამოწერენ.