აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის კამალა ჰარისის, ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონისა და დემოკრატიული პარტიის სხვა წარმომადგენლებისთვის საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის გაუქმების შესახებ. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.
კამალა ჰარისთან და ჰილარი კლინტონთან ერთად სიაში ასევე არიან სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები. მათ შორის, ყოფილი სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, რესპუბლიკელი კონგრესმენები ლიზ ჩენი და ადამ კინზინგერი. ასევე ტრამპის პირველი ადმინისტრაციის პერიოდში რუსეთის საკითხებში მრჩეველი ფიონა ჰილი და ჯეიკ სალივანი.
მანამდე ტრამპმა საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა შეუზღუდა ჯო ბაიდენსა და მისი ოჯახის წევრებს.