ლონდონის „ჰითროუს აეროპორტმა ფრენები განაახლა მას შემდეგ, რაც ელექტროენერგია 24-საათით გაითიშა ელექტრო ქვესადგურში გაჩენილი ხანძრის გამო.
ამავდროულად, კომპანიის ხელმძღვანელობამ რეკომენდაცია გაუწია მგზავრებს, რომ აეროპორტში გამგზავრებამდე შეამოწმონ რეისების შესახებ ინფორმაცია ავიაკომპანიებთან.
21 მარტს „ჰითროუს“ აეროპორტი, ელექტრო ქვესადგურში გაჩენილი ხანძრის შემდეგ, მთელი დღით დაიხურა. ინციდენტის ზონიდან 150-მდე ადამიანის ევაკუირება განხორციელდა. ასევე უსაფრთხოების 200-მეტრიანი ზონა განისაზღვრა. „ჰითროუს“ დაკეტვა 1300-ზე მეტ რეისს შეეხო