აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ ყირიმი და „ე.წ. ოთხი რეგიონი: დონბასი, ლუჰანსკი და ორი სხვა“ არის ყველაზე დიდი დაბრკოლება რუსეთის მიერ დაწყებული ომის მოგვარებისთვის.
„ისინი რუსულენოვანია, იყო რეფერენდმები, სადაც ხალხის აბსოლუტურმა უმრავლესობამ აჩვენა, რომ მათ სურთ რუსეთის მმართველობის ქვეშ ყოფნა.
მიმაჩნია, რომ ეს არის კონფლიქტის მთავარი საკითხი“ , - თქვა უიტკოფმა. მისივე თქმით, ეს არის მთავარი პრიორიტეტი და მიმდინარეობს ძალიან პოზიტიური საუბარი.
უიტკოფის სიტყვებით, ეს ყოველთვის პრობლემა იყო, თუმცა, როგორც ჩანს, ამაზე საუბარი არავის სურს.
„ეს არის სპილო ოთახში. ოთახში სპილო არის კონსტიტუციური საკითხები უკრაინაში იმის შესახებ, თუ რამდენად შეუძლიათ მათ უარი თქვან ტერიტორიის დათმობაზე. რუსები დე ფაქტო აკონტროლებენ ამ ტერიტორიებს. საკითხავია, აღიარებს თუ არა მსოფლიო, რომ ეს რუსეთის ტერიტორიებია? შეუძლია თუ არა ზელენსკის პოლიტიკურად გადარჩენა, თუ ამას აღიარებს? ეს არის კონფლიქტის მთავარი საკითხი. აბსოლუტურად", - განაცხადა უიტკოფმა.