აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განუცხადა დემოკრატიული პარტიის ზოგიერთ ლიდერს, რომ ის მოაგროვებს თანხებს, ჩაატარებს კამპანიას და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ დემოკრატებმა დაიბრუნონ პოზიციები. ამის შესახებ NBC News წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
ბაიდენი პირადად შეხვდა დემოკრატიული ეროვნული კომიტეტის ახალ თავმჯდომარეს კენ მარტინს გასულ თვეში და შესთავაზა დახმარება, პარტიის რეიტინგის კლების ფონზე.
ამავდროულად, ზოგიერთი პარტიის აქტივისტი მიიჩნევს, რომ ბაიდენი არის პატივსაცემი ფიგურა და რომ ის „უყვარს პარტიას და უყვარს ამომრჩევლებს“.
სხვები ამტკიცებენ, რომ ამომრჩევლების შეხსენება 2024 წლის წარუმატებელი კამპანიის შესახებ არ არის საუკეთესო სტრატეგია იმ პარტიისთვის, რომელიც ეძებს ახალ, ახალგაზრდა ლიდერებს.
გარდა ამისა, ბევრი დემოკრატი კვლავ გაბრაზებულია ბაიდენის 2024 წელს არჩევნებში მონაწილეობის მიღების გადაწყვეტილებით, რასაც საარჩევნო რბოლის დატოვება მოჰყვა, მის ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს კი არ დარჩა დრო კამპანიის ჩასატარებლად.