ამერიკის შეერთებული შტატები დაიწყებს მუშაობას ახალი თაობის გამანადგურებლის, F-47-ის შექმნაზე. მას კომპანია Boeing ააგებს. ამის შესახწებ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბრიფინგზე განაცხადა.
„F-47 იქნება ყველაზე მოწინავე, ყველაზე ძლიერი, ყველაზე მომაკვდინებელი თვითმფრინავი, რაც კი ოდესმე აგებულა. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ თვითმფრინავის ექსპერიმენტული ვერსია ბევრად აღემატება ნებისმიერი სხვა ქვეყნის შესაძლებლობებს. ეს ახალი ტექნოლოგიაა, ის თავისით არ დაფრინავს.
ის პრაქტიკულად უხილავია და აქვს უპრეცედენტო ძალა“, - თქვა ტრამპმა. მან ასევე განაცხადა, რომ F-47-ის ექსპერიმენტული ვერსია თითქმის ხუთი წელია დაფრინავს. ცნობილია, რომ F-47 გამანადგურებლის შქმნის პროცესს Boeing უხელმძღვანელებს.
„ამერიკის წამყვან საჰაერო კოსმოსურ კომპანიებს შორის საფუძვლიანი და ყოვლისმომცველი კონკურენციის შემდეგ, საჰაერო ძალები გადასცემს კონტრაქტს Boeing-ს შემდეგი თაობის საჰაერო დომინანტური პლატფორმის აგებაზე“, - განაცხადა ტრამპმა.