უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მომავალ კვირას პარიზში გაიმართება „მსურველთა კოალიციის“ სამიტი, რომელზეც განიხილება უკრაინაში მომავალი კონტინგენტის ფორმატი და შემადგენლობა და უსაფრთხოების გარანტიები.
ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ნამდვილად, ჩვენ ვისაუბრებთ ომის შემდეგ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების სტრატეგიაზე. და რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპაციის მეორე, ან შეიძლება ითქვას მესამე ტალღის თავიდან აცილებაზე, მათ აგრესიულ ქმედებებზე. ჩვენ ასევე ვისაუბრებთ კონტიგენტზე“, - განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ დისკუსია, კერძოდ, კონტიგენტის ინფრასტრუქტურაზე იქნება.
„სად, რამდენი, ვინ არის მზად იყოს „მსურვილთა კოალიციაში“ და ვინ ჯერ არ არის მზად. თითოეულ ქვეყანას აქვს ამის განსხვავებული ობიექტური ან სუბიექტური მიზეზები", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
„ვისურვებდი, რომ გარკვეული სპეციფიკით გამოვიდეთ. ჩვენ განვიხილეთ ეს პრეზიდენტ მაკრონთან“, - აღნიშნა ზელენსკიმ.