ამ ფაქტის შემდეგ, ტონი უნდა შეცვლილიყო და ბოდიშიც უნდა მოეხადათ, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც სენატორ ჯიმ რიშს მხარდაჭერა გამოუცხადა.
ხიდაშელის განცხადებით, “ქართული ოცნების“ მხრიდან არ არსებობს არავითარი კომუნიკაციის ხაზი, “მათ არ ჰყავთ პარტნიორი ვაშინგტონში, თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესში და სენატში“.
„მას შემდეგ,რაც სენატორი რიში საგარეო კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა, რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებად სენატში, ეს ამბავი გახდა აბსოლუტური მოცემულობა და ფაქტი, რომ ის არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ანგარიშგასაწევი სენატორი. ამ ფაქტის შემდეგ, ტონი უნდა შეცვლილიყო და ბოდიშიც უნდა მოეხადათ. არ არსებობს არავითარი კომუნიკაციის ხაზი, მათ არ ჰყავთ პარტნიორი ვაშინგტონში, თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესში და სენატში. ადამიანებს რომ ველაპარაკებით, პირველად მაქვს განცდა, რომ პირად შეურაცხყოფად აქვთ მიღებული უამრავი რამ, რაც თბილისიდან ისმის, - განუცხადა ხიდაშელმა ტვ პირველს.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა, რესპუბლიკელ სენატორ ჯიმ რიშს ძლიერი მხარდაჭერა გამოუცხადა.
„სენატორ ჯიმ რიშს ჩემი სრული და აბსოლუტური მხარდაჭერა აქვს ხელახლა არჩევისთვის, ის გამორჩეული კაცია და ის არასდროს დაგაღალატებთ! - დაწერა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა.
ჯიმ რიში გავლენიანი რესპუბლიკელი სენატორია, რომელმაც საქართველოს მხარდამჭერი MEGOBARI აქტი წარადგინა. აქტი “ქართული ოცნების“ სანქცირებას მოითხოვს. “ქართული ოცნების“ ხელისუფლება მას „დიფ სთეითის“ ნაწილად მოიხსენიებს.