აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს უკრაინასთან მინერალებზე შეთანხმების პირობების შეცვლას ქვეყნის ძირითად ენერგეტიკულ ობიექტებზე წვდომის მისაღებად.
ამის შესახებ Financial Times 21 მარტს უკრაინის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იტყობინება.
გამოცემის წყაროების თანახმად, შეთანხმება შესაძლოა მოიცავდეს ვაშინგტონის მიერ უკრაინის ატომური ელექტროსადგურების გაკონტროლების მოთხოვნას.
გარდა ამისა, ვაშინგტონს სურს, რომ კიევი დათანხმდეს ხელშეკრულებაში დეტალურად განსაზღვროს, თუ ვინ ფლობს და აკონტროლებს საერთო საინვესტიციო ფონდს.
გამოცემის წყაროებმა განაცხადეს, რომ ტრამპის ადმინისტრაციას უკრაინისთვის ახალი პირობები ჯერ არ წარუდგენია.
”ჩემთვის ცნობილია, რომ ისინი მუშაობენ უფრო მასშტაბურ შეთანხმებაზე”, - თქვა ერთ-ერთმა უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა.