დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი აცხადებს, რომ უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, უკრაინაში ომის დასრულების შესახებ ნებისმიერ პოტენციურ შეთანხმებას რუსეთი დაარღვევს.
სტარმერის თქმით, რუსეთისა და უკრაინის შორის საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის ნებისმიერი შეთანხმება მხოლოდ მაშინ იქნება გრძელვადიანი, თუ შესაბამისი უსაფრთხოების მექანიზმები იქნება უზრუნველყოფილი.
ბრიტანეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები პოლიტიკური მომენტუმიდან სამხედრო დაგეგმვაზე გადადიან, რაც მისი თქმით, ახლავე უნდა გაკეთდეს ვიდრე მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ.
„ჩვენ ერთი რამ ნამდვილად ვიცით: უკრაინაში ომის დასრულების შესახებ შეთანხმება, რომლის უკანაც არაფერი დგას, არის ის, რასაც პუტინი დაარღვევს. ჩვენ ეს ვიცით, რადგან ეს ადრეც მოხდა. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს კვლავ განმეორდება“, – აღნიშნა სტარმერმა.
მისივე თქმით, დასავლეთის სამხედრო მოლაპარაკებები უკრაინის მხარდაჭერის გეგმის დეტალებზე იქნება ფოკუსირებული.