უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტს დონალდ ტრამპმა მასთან საუბრისას რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის საკითხი არ დაუყენებია.
ამის შესახებ ზელენსკიმ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გაჰრ სტიორესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზელენსკის კითხვა დაუსვეს განიხილავდა თუ არა ტრამპი ოკუპირებული ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარების შესაძლებლობას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში.
„ტრამპს ეს საკითხი (ყირიმის შესახებ) ჩემთან არ დაუყენებია. ჩვენ მას ყირიმზე ჯერ კიდევ სექტემბერში ნიუ-იორკში ვესაუბრეთ. მას აინტერესებდა, რატომ უყვართ უკრაინელებს ყირიმი ასე ძალიან", რადგან ამის შესახებ სმენოდა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ტრამპთან საუბარში მან განაცხადა, რომ ყირიმი უკრაინის განუყოფელი ნაწილია.