ენმ-ს ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ ყაზახეთი დატოვა და ამჟამად ამსტერდამშია. ამის შესახებ ბრიფინგზე პარტიის აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ელგუჯა ბაგრატიონმა განაცხადა.
"ერთადერთი საფუძველი მისი შეჩერებისა იყო რუსეთის მიერ საერთაშორისო ძებნაში გამოცხადება. 19 მარტს უკვე ყაზახეთის მხრიდან იქნა გარკვეული, რომ ლევან ვარშალომიძე რუსეთის მოთხოვნით იყო მხოლოდ და მხოლოდ, იმ უსაფუძვლო არგუმენტებით, მითუმეტეს,სამართლებრივი არანაირი არგუმენტი არ არსებობდა, ერთადერთი მდგენელი იყო მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დევნა ლევან ვარშალომიძის. ყაზახეთის მიერ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, ის იქნა დაუყოვნებლივ გათავისუფლებული განყოფილებიდან. ამის შემდეგ, დღეს დილით, უკვე 06:10 საათზე, მან დატოვა ყაზახეთი, ყაზახეთის ავიახაზებით და ის იმყოფება ამსტერდამში" - თქვა ბაგრატიონმა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, 18 მარტს, ლევან ვარშალომიძე ყაზახეთში დააკავეს.