თურქეთის ხელისუფლებამ 37 ადამიანი დააკავა მას შემდეგ რაც მათ სოციალურ ქსელში სტამბოლის მერის ეკრემ იმამოღლუს დაპატიმრება გააპროტესტეს.
მათ ბრალად ედებათ ხელისუფლების წინააღმდეგ სიძულვილის გაღვივება.
Reuters-ი წერს, რომ თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოციალური მედიის 261 ანგარიში გამოავლინა, რომლებმაც იმამოღლუსა და 105 სხვა პირის დაკავებასთან დაკავშირებით "დანაშაულისა და სიძულვილის წამქეზებელი პროვოკაციული პოსტები" გამოაქვეყნეს.
თურქეთში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო პრეზიდენტ თაიფ ერდოღანის მთავარი პოლიტიკური კონკურენტის, ეკრემ იმამოღლუს დაკავების შემდეგ.
თურქეთის პოლიციამ იმამოღლუ კორუფციის ბრალდებით დააკავა 19 მარტს დააკავა.