შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხუთშაბათს აპირებს, ხელი მოაწეროს აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აშშ-ის განათლების დეპარტამენტის გაუქმებას ისახავს მიზნად. იტყობიენბა ტელეარხი CNN.
როგორც იუწყებიან, თეთრ სახლში დაგეგმილ ღონისძიებაზე, ბრძანების ხელმოწერას დაესწრებიან გუბერნატორები, შტატების განათლების უწყებების წარმომადგენლები და სკოლის მოსწავლეები.
განათლების დეპარტამენტის გაუქმებას კონგრესის თანხმობა სჭირდება, თუმცა ტრამპი აპირებს მიმართოს განათლების მდივან ლინდა მაკმაჰონს, მიმართოს ყველა ღონეს, რათა მოახდინოს უწყების დახურვა და მისი უფლებამოსილებების შტატების დონეზე გადაცემას.
მარტის დასაწყისში, განათლების დეპარტამენტმა განაცხადა, რომ თანამშრომელთა რაოდენობას გაანახევრებდა. თანამშრომელთა ადმინისტრაციულ შვებულებაში გადაყვანა 21 მარტიდან იგეგმება. ისინი სრულ ანაზღაურებასა და შეღავათებს 9 ივნისამდე მიიღებენ.
ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ მას სურს განათლების დეპარტამენტის დახურვა. მისი თქმით, განათლებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი უნდა გადაწყდეს არა ცენტრალიზებულად, არამედ შტატების დონეზე.