უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის საჰაერო ძალებმა F-16-ის ტიპის გამანადგურებლების ახალი პარტია მიიღო,
"უკრაინაში დამატებითი F-16-ები ჩამოვიდა, რუსები იტყუებიან, რომ იქ რაღაც ჩამოაგდეს, არაფერი ჩამოაგდეს. კარგი ამბავი ის არის, რომ რამდენიმე F-16 ჩამოვიდა უკრაინაში".
უკრაინის პრეზიდენტმა არ დაასახელა მიღებული ავიაგამანადგურებლების ზუსტი რაოდენობა.
მანამდე დეზინფორმაციის საწინააღმდეგო ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცნობა სუმის რეგიონის თავზე F-16-ის "ჩამოგდების" შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორც უკრაინული მედია აღნიშნავს, დეზინფორმაცია რუსულმა ტელეგრამ-არხებმა გაავრცელეს.