უკრაინული მედიის ცნობით, ოთხშაბათს საღამოს რუსმა ოკუპანტებმა ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელეს ქალაქ კროპივნიცკიზე, რის შედეგადაც რვა ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი.
მაშველებმა აღნიშნეს, რომ თავდასხმუს შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
დაზიანდა რამდენიმე უბანში საცხოვრებელი კორპუსები: ჩაიმსხვრა მინები, დაინგრა აივნები, დაზიანდა კონსტრუქციები.
წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია 8 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.
მათივე ცნობით, ადგილზე იმუშავა ყველა შესაბამისი სამსახური. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ფსიქოლოგებმა 25 ადამიანს გაუწიეს დახმარება. მობილიზებულია უძლეველობის პუნტქები.