სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენის, გიორგი ჩიკვაიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა. ამის თქმის საშუალებას უწყებას აძლევს ომბუდსმენის რწმუნებულის მიერ პატიმრის მონახულების შემდეგ გაკეთებული დასკვნა.
„გიორგი ჩიკვაიძეს გამოცხადებული აქვს შიმშილობა. ამ დროისათვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება“, - წერია სახალხო დამცველის აპარატის გავრცელებულ განცხადებაში.
11 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იზა კელენჯერიძემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და თანხების უკანონოდ მითვისება-გაფლანგვის საქმეზე ბრალდებულ ბიზნესმენს, გიორგი ჩიკვაიძეს, აღკვეთის ღონისძიება - გირაო - პატიმრობით შეუცვალა.
გიორგი ჩიკვაიძემ საპატიმროში შიმშილობა დაიწყო. მისი ბიზნესპარტნიორმა, ირაკლი პაპიაშვილმა დღეს, 19 აპრილს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შიმშილობის მე-8 დღეს, ჩიკვაიძის მდგომარეობა მძიმე იყო. მას გადაადგილება უჭირს.