მოდის ცნობები, რომ მიუხედავად იმისა, რომ ირანმა შეამცირა ჰუსიტებისთვის სამხედრო აღჭურვილობისა და ზოგადი მხარდაჭერის მიწოდების ინტენსივობა, ისინი კვლავ აგზავნიან დიდი მოცულობის მარაგს, - მის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ზე წერს.
„ირანმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ამ მარაგების გაგზავნა. დაე, ჰუსიტებმა თავად იბრძოლონ. ნებისმიერ შემთხვევაში წააგებენ, თუმცა ამ გზით ისინი სწრაფად დამარცხდებიან. ჰუსიტ ბარბაროსებს უზარმაზარი ზიანი უკვე მიადგათ და უყურეთ, თუ როგორ გაუარესდება სიტუაცია თანდათან – ეს თანაბარი ბრძოლაც კი არ არის და არც არასდროს იქნება. ისინი სრულად განადგურდებიან!“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.