უნგრეთის პრეზიდენტმა, ტამაშ სულიოკმა, უფლებადამცველი ორგანიზაციების მწვავე კრიტიკის მუხედავად, ხელი მოაწერა მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ კანონს, რომელიც ლგბტ თემს პრაიდის გამართვას უკრძალავს. იუწყება Reuters.
კანონი ითვალისწინებს პრაიდის აკრძალვას იმ მოტივით, რომ ის, შეიძლება, ბავშვებისთვის საზიანოდ იყოს. კანონში შესწორების თანახმად, იკრძალება ისეთი შეკრება, რომელიც არღვევს ბავშვთა დაცვის კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებს. აკრძალულ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა დაახლოებით 550 დოლარის ოდენობით.
პარლამენტის მიერ აღნიშნული კანონის დამტკიცებას გუშინ ბუდაპეშტში საპროტესტო აქცია მოჰყვა.
ახალი კანონის გამო შეშფოთება გამოთქვა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ოფლაერტიმ და უნგრეთის პრეზიდენტს მასზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდა.
უნგრეთის დედაქალაქის მერმა, გერგელი კარაჩონიმ ასევე გააკრიტიკა საკანონმდებლო ცვლილება და განაცხადა, რომ მიმდინარე წელს ბუდაპეშტში პრაიდი იქნება ისეთი მასშტაბური, როგორც არასდროს.