უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკითხის განხილვაზე ისაუბრა.
ფინეთში გამართულ პრესკონფერენციაზე ზელენსკის ჰკითხეს, იცოდა თუ არა ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის განხილვის დეტალები აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და კრემლის ლიდერ პუტინის ბოლო საუბრის დროს.
საუდის არაბეთში უკრაინელებისა და ამერიკელების შეხვედრის წინ და ამ შეხვედრის დროს.
„რა საუბრები აქვთ ამერიკელებს რუსებთან ზაპოროჟიეს ელექტროსადგურთან დაკავშირებით - ჯერ არ ვიცი. ეს ჩვენი სადგურია, ის ჩვენს გარეშე არ იმუშავებს. ჩვენი დაზვერვის თანახმად, რუსებს ძალიან უნდათ, რომ ჩვენ გარეშე იმუშაოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვი ცდილობს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ამაში ჩაითრიოს, მაგრამ ჯერჯერობით ეს საერთაშორისო ორგანიზაცია არ ღალატობს უკრაინიას. „სადგური ჩვენია, მისი ექვსი ბლოკი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. უკრაინული მხარე არ დაუშვებს, რომ ოკუპირებულ მიწაზე არსებულმა სადგურმა ოკუპანტისათვის იმუშაოს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.