აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ USAID-ის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება შეაჩერა,
ფედერალური მოსამართლის, თეოდორ ჩუანგის გადაწყვეტილებით, იკრძალება USAID-ის დახურვა, რომელიც ხორციელდებოდა აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) ინიციატივით, რომელსაც არაოფიციალურად მილიარდერი ილონ მასკი ხელმძღვანელობს. მოსამართლე განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დახურვის გადწყვეტილება, სავარაუდოდ, მრავალმხრივ არღვევდა აშშ-ის კონსტიტუციას.
მოსარჩელეები აცხადებდნენ, რომ აშშ-ის კონსტიტუციის მიხედვით, მასკის ასეთი უფლებამოსილება, აშშ-ს კონგრესის მიერ უნდა დამტკიცებულიყო, რაც ასე არ მოხდა.
მასკს არ აქვს უფლება შეუწყვიტოს დაფინანსება ან გაათავისუფლოს თანამშრომლები. ფედერალურმა მოსამართლემ მილიარდერს მოსთხოვა დაუყონებლივ შეწყვიტოს ასეთი ქმედებები.
ჩუანგმა სამთავრობო ეფექტიანობის სამსახურს, დაავალა USAID-ის კომპიუტერულ და გადახდის სისტემებზე წვდომის აღდგენა თანამშრომლებისთვის, მათ შორის მათთვის, ვინც შვებულებაში იყო გაშვებული.
ამასთან, სასამართლომ დაადგინა, რომ USAID-ის თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.