უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მხარს დაუჭერს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეჩერების წინადადებას, რომელზეც საუბარი იყო აშშ-ის პრეზიდენტსა და ვლადიმირ პუტინს შორის.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მას ჯერ არ აქვს დეტალური ინფორმაცია ცეცხლის შეწყვეტის ფორმატის შესახებ, რომელიც დონალდ ტრამპმა პუტინთან განიხილა.
”ვფიქრობ, სწორია, რომ ჩვენ გვაქვს საუბარი პრეზიდენტ ტრამპთან და ვიცით დეტალები, თუ რა შესთავაზეს რუსებმა ამერიკელებს, ან რა შესთავაზეს ამერიკელებმა რუსებს”, - თქვა მან.
ამავდროულად, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა მხარს დაუჭერს წინადადებებს ენერგეტიკაზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მაგრამ აუცილებელია ყველა დეტალის გასაჯაროება, რაზეც მხარეები შეთანხმდნენ.
მას შემდეგ რაც მივიღებთ დეტალებს ამერიკის პრეზიდენტისგან, ამერიკული მხრიდან, ჩვენ გავცემთ პასუხს, მოვამზადებთ და გუნდი მზად იქნება ტექნიკური საუბრებისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.