რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არის ის, ვინც ახანგრძლივებს ომს რუსეთსა და უკრაინას შორის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენკის თქმით, პუტინს ჯე კიდევ არ გამოუთქვამს მზადყოფნა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
„ახლა თითქმის ერთი კვირაა, რაც ნათელი გახდა მსოფლიოში აბსოლუტურად ყველასთვის - მათთვისაც კი, ვინც სამი წელია უარს ამბობდა სიმართლის აღიარებაზე, რომ პუტინი არის, ვინც ახანგრძლივებს ამ ომს.
სწორედ პუტინი, რომელიც უკვე ერთი კვირაა ვერ ახერხებს ამოღერღოს „დიახ“-ს სიჩუმის შეთავაზების საპასუხოდ. ის იქ ლაპაარაკობს იმას, რაც უნდა, მაგრამ არ ამბობს იმას, რისი მოსმენაც ახლა მთელ მსოფლიოს უნდა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ წინადადება „ცაში, ზღვაზე და ფრონტზე ციჩუმის შესახებ“ დიდი ხნის წინ შეიძლებოდა განხორციელებულიყო.
„სიჩუმის უპირობო შეთავაზება - ფაქტობრივად, სიცოცხლის შენარჩუნება - რათა დიპლომატებმა იმუშაონ უსაფრთხოებისა და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად - ეს არის ზუსტად ის შეთავაზება, რომელსაც რუსეთი უგულებელყოფს.
საჭიროა ზეწოლა, რათა მოსკოვმა საბოლოოდ მიიღოს, რომ მათი ომი უნდა დასრულდეს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, რასაც რუსეთი ცდილობს, უკრაინა დამოუკიდებლობას შეინარჩუნებს.