სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ქვეყანაში არ დაუშვებს უკრაინის მაიდანის მოვლენების განმეორებას. ვიდეომიმართვაში მან აღნიშნა, რომ მზად არის დაიცვას სერბეთი ასეთი სცენარისგან.
ვუჩიჩმა ანტისამთავრონო აქციების ორგანიზატორები მის მიმართ სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა.
„ძალიან ვამაყობ იმით, რომ სერბეთის სახელმწიფომ შეინარჩუნა სტაბილურობა და მშვიდობა სერბეთში, მიუხედავად დესტაბილიზაციისა და მშვიდობის შელახვის არაერთი მცდელობისა“ - თქვა მან.
სერბეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ 15 მარტის საპროტესტო აქციების დროს „მათ თავისი მედიით, ანტისერბული შეფერილობით გადმოსცემდნენ, რომ ინტერნეტი დაიხურება, სოციალური ქსელები არ იარსებებს, რადგან ამას დიქტატორები აკეთებენ. ვუჩიჩის თქმით, ისინი ყველა იტყუებია“.
ვუჩიჩმა თქვა, როცა ყველაფერი წარუმატებლად მთავრდება, „კიდევ უფრო მეტი უნდა მოიტყუო".
ვუჩიჩმა უარყო ნფომაცია, რომ აქციაზე სამარტალდამცველ;ებმა ხმოვანი არალეტაური მოწყობილობა გამოიყენეს.
მან აღნიშნა, რომ ეს გაკეთდა უკრაინაში მაიდანის დროსაც როდესაც მისი თქმით, რომ ვიქტორ იანუკოვიჩი სნაიპერების გამოიყვანაში დაადანაშაუელს.
აქაც დაიწყეს ლაპარაკი: "ვუჩიშ, შენ ესროლე შენს ხალხს". არავინ დაშავებულა, არავის არაფერი მომხდარა, მაგრამ რაღაც უნდა მოიფიქრონ“, - განაცხადა ვუჩიჩმა.
15 მარტს სერბეთში მასშტაბური აქცია გაიმართა. სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური შეფასებით, 15 მარტს ბელგრადში გამართულ საპროტესტო აქციებში სულ მცირე 107 000 ადამიანი მონაწილეობდა. თუმცა ამავდროულად, ადგილობრივი ორგანიზაცია „სახალხო შეკრებების არქივი“, რომელიც ქუჩის საპროტესტო აქციებს აკვირდება, აცხადებს, რომ გუშინ ბელგრადის ქუჩებში 275-325 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.
სერბეთში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები 2024 წლის შემოდგომიდან გრძელდება. აქციები დაიწყო ნოვი-სადში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, სადაც რკინიგზის სადგურზე სახურავის ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა.
აქციის მონაწილეები დამნაშავეების დასჯას და ქვეყნის ხელმძღვანელობის, მათ შორის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის გადადგომას ითხოვენ.
2025 წლის იანვარში საპროტესტო აქციების ფონზე, სერბეთის პრემიერ-მინისტრი მილოშ ვუჩევიჩი.