უკრაინის გენერალური შტაბი ადასტურებს, რომ თავდაცვის ძალებმა უფრო ხელსაყრელი პოზიციების დაკავების მიზნით რუსეთის, კურსკის ოლქის ქალაქი სუჯა დატოვეს.
კურსკის რეგიონში ოპერაციის ოფიციალურ რუკაზე სუჯა მონიშნულია რუსეთის კონტროლის ქვეშ.
ეს არის ოფიციალური დადასტურება უკრაინული ძალების ქალაქიდან გაყვანის შესახებ.
ამავდროულად, გენშტაბის ცნობებით, მტერი არ თმობს უკრაინის ჯარების პოზიციების დაკავების მცდელობებს. 15 მარტს კურსკის მიმართულებით 17 შეიარაღებული შეტაკება მოხდა.