„ამერიკის ხმის“ 1300-ზე მეტი თანამშრომელი 15 მარტს ანაზღაურებად, ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვეს, ხოლო აშშ-ის ორი საინფორმაციო სამსახურის დაფინანსება, რომლებიც ავტორიტარული რეჟიმების შესახებ მაუწყებლობდნენ, შეწყდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
15 მარტს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დოლანდ ტრამპა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ითვალისწინებს შვიდი ფედერალური სააგენტოს შემცირებას. მათ შორისაა აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტო (USAGM), რომელიც ზედამხედველობას უწევს როგორც „ამერიკის ხმას“ ისე რადიო თავისუფალ ევროპა/რადიო თავისუფლებას (RFE/RL) და სხვა ფედერალურ მაუწყებლებს.
ჯერჯერობით შვებულებაში გაშვებული დასაქმებულების რაოდენობა უცნობია, თუმცა The Hill-თან საუბრისას ერთ-ერთმა წყარომ თქვა, რომ შვებულებაში “ამერიკის ხმის“ თანამშრომლების უმეტესობა გაუშვეს.
გავრცელებული ცნობებით, „ამერიკის ხმის“ თანამშრომლებს სამუშაო შენობებში შესვლა აეკრძალათ HR-ის აღმასრულებელი დირექტორის ნებართვის ან ზედამხედველების წინასწარი ნებართვის გარეშე.