რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადის მაცხოვრებლები ავრცელებენ ცნობებს აფეთქებების თავზე. როგორც BBC იუწყება, რუსული ტელეგრამ-არხების, მათ შორის Mash-სა და Baza-ს ინფორმაციით, ქალაქზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა.
Baza-ს ცნობით, ერთ-ერთი დრონი ჩავარდა სადგურ სარეფტას მიდამოში, სადაც ხანძარი გაჩნდა. თავდასხმის სამიზნე შესაძლოა ყოფილიყო მიმდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა.
მანამდე რუსულმა სააგენტო TASS-მა „როსავიციაზე“ დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეზღუდვები დაწესდა ვოლგოგრადისა და სარატოვის აეროპორტებში.
ვოლგოგრადის ოლქის ხელისუფლებას უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.