ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა გამოვიდა მოწოდებით, რომ ევროკავშირის საბჭოში უნგრეთს ხმის უფლება შეუჩერდეს ევროპის საერთო ინტერესების წინააღმდეგ გამუდმებული ქმედებების გამო.
ცაჰკნა გამოეხმაურა ევროკავშირის სანქციების ექვსთვიან გახანგრძლივებას, რომელიც უნგრეთის მოთხოვნების გამო გაჭიანურდა და რისთვისაც სამი რუსი ოლიგარქი სიიდან ამოიღეს.
„პოლიტიკური მიზეზების გამო, უნგრეთმა სანქციების გახანგრძლივება განაპირობა რუსი ბიზნესმენების ვიაჩესლავ კანტორის, მიხაილ დეგტიარევისა და გულბაჰარ ისმაილოვას სანქციების სიიდან გამორიცხვით“, - აღნიშნა მან.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნის ან შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს, რადგან ის უარს არ ამბობს უკრაინის ხელში ჩაგდების განზრახვაზე და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის შეცვლაზე.
„უნგრეთი სისტემატურად მუშაობს ევროპის საერთო უსაფრთხოების ინტერესების წინააღმდეგ და ამიტომ ჩვენ სწრაფად უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები და წინ წავიწიოთ მე-7 მუხლის პროცედურასთან, ანუ უნგრეთის ხმის უფლების შეჩერებასთან“, - დასძინა წაჰკნამ.
ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების მე-7 მუხლი საშუალებას იძლევა შეაჩეროს წევრი სახელმწიფოს გარკვეული უფლებები, თუ ადგილი აქვს წევრი სახელმწიფოს მხრიდან ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებების სერიოზულ და მუდმივ დარღვევას.
Financial Times-ის ცნობით, ბუდაპეშტის წინააღმდეგობამრუსეთის მიმართ ევროკავშირის სანქციების გახანგრძლივებისადმი, გაამძაფრა ბოლო დღეებში წევრ ქვეყნებს შორის დისკუსიები იმის შესახებ, რომ აუცილებელია უნგრეთს უფლება ჩამოერთვას საკვანძო გადაწყვეტილებებში მიღებაშუ.
გამოცემის წყაროები ვარაუდობენ, რომ თუ უნგრეთი შეეცდება დაბლოკოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი რაუნდი 2025 წლის ივლისში, „ევროკავშირის ქვეყნების მტკიცე გადაწყვეტილებამ ბუდაპეშტის წინააღმდეგ ზომების მიღების მხრივ, შესაძლოა, პიკს მიაღწიოს“.