აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი წინასაარჩევნო დაპირება უკრაინაში რუსეთის ომის 24 საათში დასრულების შესახებ სარკასტულობით ახსნა.
ტრამპმა ამის შესახებ ჟურნალისტ შერილ ეტკისონთან ინტერვიუში განაცხადა.
ეტკისონმა ხაზი გაუსვა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრასთან გამკლავების სირთულეს და შეახსენა ტრამპს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს მან თქვა, რომ „ამ ომს 24 საათში დაასრულებდა“.
„მე ცოტა სარკასტული ვიყავი, როცა ამას ვამბობდი. ვერ დავამთავრებდი. მე სინამდვილეში ვგულისხმობდი, რომ მსურს მისი დასრულება და ვფიქრობ, მეს ეს გამომივა“, - განმარტა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამავე ინტერვიუში ტრამპმა თქვა, რომ ომის დარეგულირების მცდელობები "კარგად მიდის" და ის მეტ ინფორმაციას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მომავალ კვირას ელოდება.
11 მარტს საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, უკრაინა ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტისთვის მზადაა, აშშ კი განაახლებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებასა და უკრაინის სამხედრო დახმარებას.