აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ორშაბათს, 17 მარტს, უკრაინაში შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.
ომის დასრულებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე, ტრამპმა თქვა, რომ ფიქრობს, რომ „ყველაფერი კარგად მიდის“.
„როგორც იცით, უკრაინულ მხარესთან გვაქვს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და ვცდილობთ იგივე შეთანხმებას მივაღწიოთ რუსეთთან.
და ვფიქრობ, ჯერჯეობით ყველაფერი კარგად მიდის. ორშაბათს ცოტა მეტს გავიგებთ და იმედია კარგი [ამბავი] იქნება“, - თქვა მან.
აშშ-ის პრეზიდენტმა უარი თქვა პირდაპირ პასუხის გაცემაზე რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის საპასუხო ზომების შესახებ, მაგრამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მას სჯერა, რომ ვლადიმირ პუტინის დათანხმდება.
11 მარტს საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, უკრაინა ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტისთვის მზადაა, აშშ კი განაახლებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებასა და უკრაინის სამხედრო დახმარებას.