უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებმა შეასრულეს კურსკის ოპერაციის მთავარი ამოცანა: რუსეთის ძალების გაყვანა პოკროვსკიდან, ხარკოვის მიმართულებიდან და სუმიდან.
„კურსკის ოლქში ვითარება აშკარად ძალიან რთულია, კურსკის ოპერაციის მიზანი იყო ჯარების გაყვანა პოკროვსკიდან, ხარკოვის მიმართულებიდან და სუმიდან. ჩვენი ბიჭები აბსოლუტურად გმირები არიან, მათ თვიანთ თავზე ასეთი ძლიერი დარტყმა მიიღეს. პირველი ზეწოლა იყო ხარკოვის მიმართულებით. მათ [რუსებმა] იქიდან მაქსიმალურად დიდი რაოდენობით ჯარიკაცი გადაისროლეს კურსკის ოლქში. შემდეგ მათ დაიწყეს აღმოსავლეთის მიმართულებით, მაგრამ უარს არ ამბობდნენ თავიანთ მთავარ ამოცანაზე - პოკროვსკიზე. ჩვენ ეს ყველას გვესმოდა," - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ კურსკის ოპერაციის წყალობით შესაძლებელი გახდა სიტუაციის სტაბილიზაცია პოკროვსკის და ხარკოვის მიმართულებით.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა ჯარისკაცებს კურსკის ოპერაციისთვის და განაცხადა, რომ მან თავისი მისია შეასრულა. ვფიქრობ, მან თავისი ამოცანა შეასრულა.
ვფიქრობ, ახლა პოკროვსკის მიმართულებით ვითარება სტაბილურია და პოკროვსკის ხელახლა ოკუპაციის შესაძლებლობის მოძებნა ძალიან რთული იქნება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.