თეთრ სახლში განმარტეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ჯერ არ უსაუბრია.
მათი ცნობით, დონალდ ტრამპის გზავნილი ვლადიმირ პუტინთან საუბრის შესახებ ეხებოდა ამ უკანასკნელის შეხვედრას აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოვთან და არა ლიდერებს შორის საუბარს.
დაბნეულობა გამოიწვია ტრამპის პოსტმა სოციალურ მედიაში, რომელშიც ის მიესალმა პუტინთან დისკუსიას და მისი ფრაზა, რომ მან მტკიცედ მოითხოვაპუტინისგან“ - ისე ჟღერს, თითქოს ის პირადად ესაუბრებოდა რუსეთის პრეზიდენტს.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ ხუთშაბათს, 13 მარტს ამერიკულ მხარეს ჰქონდა „ძალიან კარგი და პროდუქტიული დისკუსია“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.
მისივე თქმით, „ამ მომენტში ათასობით უკრაინელი ჯარისკაცი სრულიად გარშემორტყმულია რუსეთის სამხედრო ძალებით, ძალიან ცუდ, დაუცველ მდგომარეობაში არიან. მტკიცედ მოვითხოვე პრეზიდენტ პუტინისგან, დაინდონ მათი სიცოცხლე“.