ვლადიმირ პუტინი აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს გვიან ღამით შეხვდა და ინფორმაცია გადასცა დონალდ ტრამპისთვის. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტი პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
პესკოვის განცხადებით, ორივე მხრიდან არის იმის გაგება, რომ ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის საუბარი საჭიროა.
„პრეზიდენტების საუბრის ზუსტი დრო ჯერ არ არის შეთანხმებული, მაგრამ, ამავდროულად, მას შემდეგ, რაც ბატონი უიტკოფი მოსკოვში მიღებულ ყველა ინფორმაციას გადასცემს თავისი სახელმწიფოს მეთაურს, ჩვენ განვსაზღვრავთ საუბრის ვადას“, – აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.