აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამკაცრებს სანქციებს რუსულ ნავთობზე, გაზსა და საბანკო სექტორებზე. იუწყება CBS News.
„ტრამპის ადმინისტრაცია აწესებს დამატებით შეზღუდვებს რუსეთის ნავთობზე, გაზსა და საბანკო სექტორებზე, რაც კიდევ უფრო ზღუდავს რუსეთის წვდომას აშშ-ის გადახდის სისტემებზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ტელეკომპანიის ცნობით, ვაშინგტონმა არ განაახლა აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს 8L ლიცენზია, რომელიც საშუალებას აძლევდა, კონკრეტულ რუსულ ბანკებს გაეგრძელებინათ ენერგეტიკასთან დაკავშირებული ტრანზაქციების განხორციელება.
ეს შეზღუდვა ბაიდენის ადმინისტრაციამ საფინანსო დაწესებულებებს ტრამპის გაპრეზიდენტებამდე 60 დღით მოუხსნა.
„ამან შეიძლება გამოიწვიოს ფასის 5 დოლარის მატება ბარელზე“, - აღნიშნა ტელეკომპანიამ .
მანამდე ცოტა ხნით ადრე, აშშ-ის სახაზინო მდივანმა სკოტ ბესენტმა CNBC-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია არ დააყოვნებს რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი სანქციების დაწესებას, თუ ეს აუცილებელია უკრაინაში მიმდინარე ომის დარუგილერების მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებისთვის.
8 მარტს Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეთრმა სახლმა ფინანსთა დეპარტამენტს დაავალა შეისწავლოს რუსეთის ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ სანქციების მოხსნის ვარიანტები აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის მოლაპარაკებების ფონზე. ვაშინგტონი ასევე განიხილავს სანქციების ზეწოლის გამკაცრების შესაძლებლობას, რაც მას კონფლიქტის მიმდინარეობას უკავშირებს.