ნატო-ს გენერალურ მდივანთან მარკ რუტესთან შეხვედრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. რომ მას აქვს ბერკეტები რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინზე ზეწოლისთვის, მაგრამ ჯერ არ სურს ამის გამოყენება.
ტრამპს ჰკითხეს, რა გავლენის ბერკეტები აქვს მას რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინზე. ამის შესახებ მან განაცხადა, რომ „გავლენის ბერკეტები აქვს“, თუმცა ამაზე საუბარი არ სურს.
„მე მაქვს ბერკეტები, მაგრამ ახლა არ მინდა ვისაუბრო ბერკეტებზე, რადგან ახლა ჩვენ ვსაუბრობთ მასთან [პუტინთან].
და თუ ვიმსჯელებთ მისი დღევანდელი განცხადებებით, საკმაოდ პოზიტიური იყო, ამიტომ არ მსურს ამაზე საუბარი.
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დათანხმდება.
"არა მგონია, რომ ისინი კვლავ სროლას დაუბრუნდნენ. მე ნამდვილად მჯერა, რომ თუ ჩვენ გვქონოდა სამშვიდობო ხელშეკრულება, ცეცხლის შეწყვეტა, ვფიქრობ, ეს მშვიდობას მოიტანს", - თქვაამერიკის პრეზიდენტი.