აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ რუსეთი არ დათანხმდება 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას, ეს იქნება „იმედგამაცრუებელი მომენტი მსოფლიოსთვის“.
მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტა მოლაპარაკებების „პირველი ეტაპია“.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის საბოლოო შეთანხმების ბევრი დეტალი უკვე განხილულია.
უკრაინასთან ვმსჯელობდით მიწაზე და იმ ნაწილებზე, რომლებიც დარჩება ან დაიკარგება, ასევე საბოლოო შეთანხმების სხვა ელემენტებზე. აქ ასევე ჩართულია ელექტროსადგური, ძალიან დიდი ელექტროსადგური [ზაპოროჟიეს ატომური ელეტქტროსადგური]. ვინ მიიღებს ელექტროსადგურს, ვინ მიიღებს ამას, იმას – ასე რომ, ეს მარტივი პროცესი არაა, მაგრამ პირველი ეტაპი არის ცეცხლის შეწყვეტ“, - განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნატო-სა და რუსეთის ყოფნაზე აშშ-ის წარმომადგენლებმა უკრაინის წარმომადგენლებთანაც ისაუბრეს.
ტრამპმა ასევე გაიხსენა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი და განაცხადა, რომ „ყველამ იცის, რა არის ამ კითხვაზე პასუხი“.
"ისინი განიხილავენ ნატო-ს და ნატო-ში გაწევრიანების და ყველამ იცის, რა არის პასუხი. მათ პასუხი იციან უკვე 40 წელია, გულწრფელად რომ ვთქვათ“, - განაცხადა ტრამპმა.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს განაცხადა: „ჩვენც მომხრე ვართ [ცეცხლის შეწყვეტის], მაგრამ არის ნიუანსები... საკითხები, რომლებზეც უნდა ვისაუბროთ“.