12 მარტს დონეცკის ოლქში რუსული დაბომბვის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და 12 დაიჭრა. მის შესახებ დონეცკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვადიმ ფილაშკინი იუწყება.
„დაახლოებით 11 საათზე რუსებმა დაბომბეს პოკროვსკი - დაიღუპა 38 წლის მკაცი, დაზიანდა ადმინისტრაციული შენობა.
დაახლოებით ამავე დროს ცეცხლი გაუხსნეს მირნოჰრადს - იქ 2 დაღუპული და 1 დაჭრილია“.
დაახლოებით 15-16 საათზე რუსებმა კონსტანტინოვკაზე 11 საჰაერო ბომბი ჩამოაგდეს - ქალაქში დაიღუპა 2 და დაშავდა 8 ადამიანი, დაზიანდა რავალსართულიანი შენობები და კერძო სახლები.
გარდა ამისა, რუსებმა სამჯერ შეუტიეს დრუჟკოვკას საჰაერო ბომბებით, დაშავდა სამი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი 8 და 9 წლის, და დაზიანდა 32 ობიექტი, მათ შორის მრავალსართულიანი შენობები, კერძო სახლები, საერთო საცხოვრებელი და მანქანები.