უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არჩევნები უკრაინაში ომის დასრულების და საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგ გაიმართება. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ომის დასრულების შემდეგ საომარი მდგომარეობა მოიხსნება. საომარი მდგომარეობის მოხსნის შემდეგ კი არჩევნები უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, „არავინ გამიზნულად არაფერს გადადებს“.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა ფრონტზე სიჩუმის მიღწევაზე ფოკუსირების აუცილებლობას.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინა, მზად არის ამ ნაბიჯისთვის.
„მაგრამ თუ ყველგან სიჩუმეა და როცა გვესმი, ვისთან გვაქვს საქმე და გვაქვს გასული წლების გამოცდილება, მაშინ აქ ტექნიკური დახმარებაა საჭირო. ამაში პარტნიორები გვარწმუნებენ და მხარეებმაც ისაუბრეს ამაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მან დასძინა, რომ აშშ-ის მიერ შეთავაზებული 30-დღიანი ზავის დროს მომზადდება ომის დასრულების გეგმა.
"ეტაპობრივი გეგმა, უსაფრთხოების გარანტიებით უკრაინული მხარისთვის. და თუ ეს ყველაფერი გაკეთდება, მაშინ ამ გეგმის მომზადების შემდეგ, ნებისმიერ შემთხვევაში [იქნება] ეტაპობრივი განხორციელება, რაც ომის დასრულებას გამოიწვევს", - განაცხადა ზელენსკიმ.