უკრაინული მედიის ცნობით, 12 მარტს, გამთენიისას, კრივი რიჰში რამდენიმე აფეთქება მოხდა, დაზიანდა ინფრასტრუქტურის ობიექტი, წინასწარი მონაცემებით, ერთი ადამიანი დაშავდა; ღამით რუსი ოკუპანტები თავს დაესხნენ კრივი რიჰის რეგიონს და დააზიანეს ინფრასტრუქტურა.
დნიპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერჰიი ლისაკის ინფორმაციით, რუსეთის ძლებმა დაბომბეს ინფრასტუქტურის ობიეტქი, რის შემდეგაც გაჩნდა ხანძარი.
ლისაკის ცნობით, საჰაერო თავდაცვის ძალები დილამდე მუშაობდნენ. უკრაინის ძალებმა დნიპროპეტროვსკის ოლქის თავზე 19 რუსული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.