შეერთებულმა შტატების განათლების დეპარტამენტმა თანამშრომელთა მასშტაბური შემცირების პროცესი წამოიწყო. ეს არის პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკის ნაწილი, რომელიც ბიუროკრატიის და სახელმწიფო ხარჯების შეკვეცას ითვალისწინებს.
განათლების მდივნის ლინდა მაკმეჰონის განცხადებით, პერსონალის შემცირების შედეგად დაზოგილი თანხები მიემართება მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს, რომელთაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.
"შემცირება შეეხო დეპარტამენტის ყველა განყოფილებას, ზოგიერთს ესაჭიროება მნიშვნელოვანი რეორგანიზაცია, რათა უკეთ მოემსახუროს სტუდენტებს, მშობლებს, მასწავლებლებს და გადასახადის გადამხდელებს", - ნათქვამია დეპარტამენტის პრესრელიზში.
დეპარტამენტის თანახმად, იმ დროისთვის, როცა დონალდ ტრამპმა პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა, უწყებას 4133 თანამშრომელი ჰყავდა. მათგან თითქმის 600-მდე დათანმხმდა ვადამდე ადრე გასულიყო პენსიაზე. მოსალოდნელია, რომ რეორგანიზაციის შემდეგ, დეპარტამენტში 2183 თანამშრომელი დარჩება.
დონალდ ტრამპი წინასაარჩევნოდ პირობას დებდა, რომ გააუქმებდა განათლების ფედერალურ დეპარტამენტს და მის უფლებამოსილებას გადასცემდა შტატების განათლების უწყებებს, განათლების სისტემის დეცენტრალიზაციის მიზნით.
აშშ-ის ფედერალური ბიუჯეტიდან სკოლების დაფინანსებისთვის მხოლოდ 13%-ია გათვალისწინებულია. დარჩენილ სახსრებს შტატების და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფენ. მედიის ინფორმაციით, მცირებიუჯეტიანი სკოლებისთვის, ისევე როგორც სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის, ფედერალური დაფინანსება ეგზისტენციალურად მნიშვნელოვან როლს ასრულებს.