საუდის არაბეთში მოლაპარაკებების შემდეგ, სადაც კიევმა გამოთქვა მზადყოფნა მიიღოს ვაშინგტონის წინადადება 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, თუ რუსეთი დათანხმდების შემთხვეევაში, შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის განაახლა სამხედრო დახმარების მიწოდება.
ამის შესახებ სოციალურ ქსელ ფეისბუქზე ოთხშაბათს, 12 მარტს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, პავლო პალისამ განაცხადა.
„მე მაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ აშშ-ის სამხედრო დახმარება აღდგენილია. შეთანხმების განხორციელება დაიწყო. ბრძოლა გრძელდება“, – წერს პალისა.
საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა, რომლის თანახმად, უკრაინა ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტისთვის მზადაა, აშშ კი განაახლებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებასა და უკრაინის სამხედრო დახმარებას.