ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა აშშ-უკრაინის მოლაპარაკებების შედეგებს.
"მივესალმებით დღევანდელ ამბებს ჯიდადან აშშ-უკრაინის მოლაპარაკებებზე, მათ შორის წინადადებას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა და აშშ-ის მხრიდან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებისა და უსაფრთხოებისთვის საჭირო დახმარების განახლების შესახებ. ეს არის პოზიტიური მოვლენა, რომელიც შეიძლება, იყოს ნაბიჯი უკრაინისთვის ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ. ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა. ევროკავშირი მზადაა, პარტნიორებთან ერთად, თავისი როლი ითამაშოს მომავალ სამშვიდობო მოლაპარაკებებში“, – წერს ანტონიო კოშტა.
საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, უკრაინა ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტისთვის მზადაა, აშშ კი განაახლებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებასა და უკრაინის სამხედრო დახმარებას.