პაკისტანის ბელუჯისტანის რეგიონში შეიარაღებული პირები მატარებელს დაესხნენ თავს და ასობით ადამიანი მძევლად აიყვანეს.
მატარებელზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა, „ბელუჯისტანის გათავისუფლების არმიამ“აიღო.
დაჯგუფებამ გავრცელებულ განცხადებაში მძევლების აყვანა დაადასტურა და ადგილობრივი ხელისუფლება გააფრთხილა, რომ მათი გათავისუფლების მცდელობას "შესაბამი შედეგები" მოჰყვება. მათი თქმით, დაშავებულია მატარებლის მემანქანე.
მატარებელში, სავარაუდოდ, 500-მდე მგზავრი იმყოფება. პაკისტანის პოლიციამ ადგილობრივ რეპორტიორებს განუცხადა, რომ, სულ მცირე, სამი ადამიანი, მათ შორის მატარებლის მემანქანე დაშავდა თავდასხმის შედეგად. შემთხვევის ადგილზე უსაფრთხოების ძალები გაგზავნეს, ასევე ვერტმფრენები მძევლების გადასარჩენად.
მატარებელი კვეტა-პეშავარის რეისს ასრულებდა.