საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან "სტუდენტების გარიცხვა წარმოუდგენელი სირცხვილია".
"თეატრალურ ინსტიტუტიდან სტუდენტების გარიცხვა წარმოუდგენელი სირცხვილია. ინსტიტუტის რექტორი შალუტაშვილი მახსენდება იმითი, რომ მარო მაყაშვილის შთამომავლობით თავს იწონებდა. ის ვერ გაიაზრა, რომ დღეს გარიცხული სტუდენტები მარო მაყაშვილის ნამდვილი შთამომავლები არიან, თვითონ კი მისი მკვლელი ბოლშევიკების შთამომავლად იქცა!"- წერს სალომე ზურაბიშვილი.