რუსული სააგენტო „რია ნოვოსტის" ინფორმაციით, დომოდედოვოზე უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად მირატორგის თანამშრომელი დაიღუპა.
„უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დომოდედოვოს „მირატორგის“ სადისტრიბუციო ცენტრის ტერიტორიაზე ობიექტები დაზიანდა. სამწუხაროდ, შემთხვევის შედეგად კომპანიის ერთი თანამშრომელი დაიღუპა და ორი დაშავდა“, – განუცხადეს სააგენტოს კომპანიაში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, კი დაშავებულთა რაოდენობა ხუთამდეა გაზრდილი, დაზიანებულია 20 ავტომობილი.
ამასთან, მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის განცხადებით, დრონის მოხვდა საცხოვრებელ კორპუსს, დაზიანდა.შვიდი ბინა
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის ტერიტორიაზე 337 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მათივე ცნობიტ დრონებით თავდასხმა 10 ოლქზე განხორციელდა. მათ შორის მოსკოვის რეგიონზეც.