შეერთებული შტატები აპირებს, უარყოს რუსეთის წინააღმდეგ „მტრული“ რიტორიკა „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც 12-დან 14 მარტს ჩატარდება კანადაში, შარლევოში. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ორშაბათს, 10 მარტს განაცხადა.
"ჩვენ გვჯერა, რომ მტრული რიტორიკა ზოგჯერ ართულებს კონფლიქტში მონაწილე მხარეების მოლაპარაკებებში ჩართვას", - ციტირებს AFP-ს მის სიტყვებს.
ამავდროულად, რუბიოს თქმით, უკრაინაში კონფლიქტის გადაწყვეტისთვის რომელიმე კონკრეტული მხარის მხარდაჭერაზე საუბარი არ არის.
"G7-ის სხვა საგარეო საქმეთა მინისტრებს შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული აზრი, მაგრამ ვაშინგტონი ახლა ერთადერთი მხარეა, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს მოლაპარაკებების შესაძლებლობა“, - აღნიშნა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.
მანამდე Bloomberg იტყობინებოდა, რომ G7-ის ერთობლივი განცხადების პროექტზე მოლაპარაკებების დროს აშშ დაჟინებით მოითხოვდა ჩინეთთან დაკავშირებით ფორმულირების გამკაცრებას და რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებული შეფასებების შერბილებას.
სააგენტოს ცნობით, მთავარი განცხადების პროექტიდან ამოღებული რუსეთის აგრესიის ხსენება და ნაცვლად ამისა, ტექსტი მიესალმება „ყველა ძალისხმევას“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად.
მარკო რუბიო 11 მარტს საუდის არაბეთი დაგეგმილ მოლაპარაკებებში მიიღებს მონაწილებას, სადაც ასევე იქნებიან უკრაინის დელეაციის წარმომადგენლები, მათ შორის პრეზიდენტი ზელენსკი.
რუბიოს განცხადებით, საუდის არაბეთში გამართული შეხვედრა გადამწყვეტი იქნება უკრაინისთვის ამერიკული სამხედრო დახმარების აღდგენის საქმეში.
მოსალოდნელია, რომ კიევი ამ შეხვედრაზე ცეცხლის ნაწილობრივი შეწყვეტის ინიციატივით გამოვა.
"ჩვენ გვაქვს წინადადება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ცაში და წყალზე, რადგან ეს ის ვარიანტებია, რომელთა განხორციელება და მონიტორინგი ადვილია", - ციტირებს სააგენტო AFP უკრაინელი ოფიციალური პირის სიტყვებს.