15 მარტს, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ინიციატივით, უკრაინის საკითხზე, მსოფლიოს ლიდერების შეხვედრა გაიმართება.
რემიერმინისტრის სპიკერის განცხადებით, შეხვედრა ონლაინრეჟიმში შედგება.
სპიკერ დეივ პარესის თქმით, შეხვედრაზე შეიკრიბებიან ნატო-სა და ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები, რომლებსაც სურთ წვლილი შეიტანონ ეგრეთ წოდებულ „მსურველთა კოალიციაში“, განაცხადა
"პრემიერ-მინისტრი "მსურველთა კოალიციის" ლიდერების მეორე შეხვედრას გამართავს, რომელიც ლანკასტერ ჰაუსში შემდგარი სამიტის გაგრძელება იქნება". – ამბობს სპიკერი.
როგორც იუწყებიან, შეხვედრის მიზანია ჯარები დაეხმარონ უკრაინაში მშვიდობის შენარჩუნებას, თუ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიაღწევს სამშვიდობო შეთანხმებას და დაასრულებს დამღლელ კონფლიქტის, რომელიც გამოიწვია რუსეთის მიერ უკრაინაში სამი წლის წინ შეჭრამ.